ჩრდილოეთ კორეამ მორიგი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა გამოცადა. ამის შესახებ BBC წერს.
სამხრეთ კორეისა და იაპონიის განმარტებით, შორ მანძილზე მოქმედმა რაკეტამ 74 წუთი იფრინა, რის შემდეგაც იაპონიის წყლებში ჩავარდა. ეს ფხენიანის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფრენა იყო.
იაპონიის მთავრობის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ქმედება რეგიონისა და მსოფლიოს მშვიდობას საფრთხეს უქმნის. ვილნიუსში, ნატოს სამიტზე მყოფმა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, მომხდართან დაკავშირებით მთავრობას მუშაობის საგანგებო რეჟიმზე დარჩენა დაავალა.