რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის (ICBM) წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. სამინისტროს ცნობით, ასტრახანის რეგიონ კაპუსტინ იარის საცდელი ადგილიდან გაშვებული სახმელეთო ICBM-ის სასწავლო ქობინი ყაზახეთში, სარი-შაგანის საცდელ ადგილზე იმიტირებულ სამიზნეს მოხვდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიზანი იყო "პერსპექტიული საბრძოლო ტექნიკის გამოცდა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტებისთვის". სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტესტებმა შესაძლებელი გახადა "სქემის სისწორის დადასტურება და ტექნიკური გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიყენება ახალი სტრატეგიული სარაკეტო სისტემების შემუშავებაში".
პუტინის თქმით, 1 ივლისს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებისთვის სპეციალური საწყობის მშენებლობა უნდა დასრულდეს. ათი თვითმფრინავი მზად არის ამ ტიპის იარაღის გამოსაყენებლად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.
ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას "უპასუხისმგებლო ესკალაცია და საფრთხე ევროპის უსაფრთხოებისთვის" უწოდა და მოსკოვს ახალი სანქციებით დაემუქრა.