ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ირანის, ჩინეთის და ჰონკონგის შვიდ კერძო და ექვს იურიდიულ პირს, რომლებიც, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ირანს ბალისტიკური რაკეტების გასავითარებლად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის მოპოვებაში დაეხმარნენ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კომპანიებმა მგრძნობიარე ცენტრიფუგები, მეტალები და რადარის მასალები ირანის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის (MODAFL) სააგენტოში გავლენიან უწყებებს მიჰყიდეს.