სამხრეთ კორეისა და აშშ-ის სამხედრო ძალები ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებენ.
სეულისა და ვაშინგტონის განცხადებით, წვრთნები ორ ქვეყანას შორის სამხედრო ალიანსის დამყარებიდან 70 წლისთავს ეძღვნება.
წვრთნებში მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავები, საბრძოლო ვერტმფრენები, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები და სხვა იარაღიიქნება ჩართული. რამდენი ჯარისკაცი მიიღებს მონაწილეობას წვრთნებში ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ საკუთარ „ზღურბლთან“ ასეთ მტრულ ქმედებას არ დაუშვებს.