რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი სამხრეთ კორეას დაემუქრა, რომ თუ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას დაიწყებს, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას შეაიარაღებს. ამის შესახებ მან Telegram-ზე დაწერა.
"ჩვენი მტრების დახმარების ახალი მსურველი გამოჩნდა. სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, კიევის რეჟიმს იარაღი მიაწოდოს. ამასთან, ცოტა ხნის წინ სამხრეთ კორეელები იფიცებოდნენ, რომ კიევისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება გამორიცხული იყო.
საინტერესოა, რას იტყვიან ამ ქვეყნის მცხოვრებლები, როდესაც ნახავენ, რომ მათ უახლოეს მეზობელს - ჩრდილოეთ კორეას რუსული იარაღის უახლესი მოდელები აქვს?" - წერს მედვედევი.