ჩერკასში ლეგენდარული ფრაზის - „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი" - ავტორი დააჯილდოვეს (ვიდეო)

1648588158
სამშაბათს, 29 მარტს, ჩერკასში, ლეგენდარული ფრაზის, „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი", ავტორი დაჯილდოვეს
სამშაბათს, 29 მარტს, ჩერკასის ოლქის დედაქალაქ ჩერკასში, ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იგორ ტაბურეცმა, „რუსული სამხედრო ხომალდის“ შესახებ ლეგენდარული ფრაზის ავტორი, მესაზღვრე რომან გრიბოვი დააჯილდოვა მედლით „ჩერკასის ოლქის წინაშე დამსახურებისთვის".
24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყების დღეს, ოკუპანტების გემები თავს დაესხნენ კუნძულ ზმეინის და იქ მყოფ მესაზღვრეებს წაუყენეს ულტიმატუმი: ან კაპიტულაცია, ან სიკვდილი. მესაზღვრეების ლაკონური პასუხი მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი.
ჩემთვის პატივი იყო მიმელოცა ჩვენი ლეგენდარულ სამხედროსთვის. რომანი კუნძულ ზმეინის დაცვის მონაწილეა. ჩერკასის ოლქის მცხოვრებმა და მისმა თანამოძმეებმა მთელ მსოფლიოს აჩვენეს უკრაინული სულის სიმტკიცე და ძალა და ჩვენი უდრეკობა, - ამბობს ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იგორ ტაბურეცი.
მესაზღვრეების მიერ დანებებაზე და კუნძულის ჩაბარებაზე უარის თქმის შემდეგ ოკუპანტებმა რაკეტით და არტილერიით დაბომბეს კუნძული. 24 თებერვალს, გვიან საღამოს, შავ ზღვაში მდებარე უკრაინის ტერიტორიის ეს ნაწილი ოკუპირებული იყო. თავდაპირველად გაჩნდა ინფორმაცია, რომ კუნძულის ყველა დამცველი დაიღუპა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ასე არ არის ან ნაწილობრივ ასე არ არის. უცნობია, კონკრეტულად როდის მოხდა გაცვლა და როდის დაბრუნდნენ სახლში კუნძულის დამცველები. ცნობილია, რომ სამხედრო ტყვეების პირველი სრული გაცვლა ომის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ მოხდა.