ჩეხეთს საწყობებში იარაღი აღარ აქვს, რომელიც უკრაინას გადაეცემა, ამიტომ ახლა მთავრობამ ალტერნატივა იპოვა. ამის შესახებ ჩეხეთის ტელევიზიის ეთერში ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ ისაუბრა, წერს Ceske Noviny. რომელსაც unian.net-ი აქვეყნებს
მისი თქმით, იარაღის მწარმოებელი კომპანიები იღებენ საექსპორტო ლიცენზიებს უკრაინაში პროდუქციის მიწოდების მიზნით, კერძოდ, სხვა ქვეყნების მთავრობებთან საერთაშორისო პარტნიორობის ფარგლებში.
”მცირე დარჩა სამხედრო ტექნიკა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავგზავნოთ უკრაინაში. მეორეს მხრივ, ჩვენ შევეცდებით ავინაზღაუროთ ჩვენი მარაგიდან აღჭურვილობის გაგზავნის შეუძლებლობა (რადგან არ გვინდა საფრთხე შეუქმნას ჩვენს თავდაცვისუნარიანობას) საექსპორტო ლიცენზიებით. ჩვენ ვაძლევთ კერძო კომპანიებს“, - აღნიშნა ჩერნოხოვამ.
მან განმარტა, რომ ჩეხეთს აქვს თავისუფალი წარმოების შესაძლებლობები, რათა დაეხმაროს უკრაინას კერძო კომპანიების მეშვეობით, რის შესახებაც უცხოეთში პარტნიორებმაც იციან.
ჩერნოხოვამ გაიხსენა, რომ დანიამ ადრე უკრაინას გაუგზავნა 50 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 2500 პისტოლეტი, 7000 თოფი, 500 მსუბუქი ტყვიამფრქვევი და 500 სნაიპერული თოფი, რომლებიც შეძენილი იყო ჩეხი მწარმოებლებისგან.
ფოტო wikimedia.org