ბუნდესტაგის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონ ჰოფრაიტერი ამბობს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ნებისმიერი კანონი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება.

"თუ პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი. ეს იქნება დასანანი, რადგან, გერმანიის პარლამენტის დემოკრატი წევრების უმეტესობა თვლის, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. რადგან ეს კარგი იქნება, საქართველოსთვის და ასევე კარგი იქნება ევროკავშირისთვის. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შესაძლოა, პარლამენტში არის ხალხი, რომლებიც სინამდვილეში ამას მხარს არ უჭერენ, ასეა თუ ისე, ჩვენი გზავნილი არის მკაფიო, თუ ეს კანონი იქნება მიღებული, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი", - განაცხადა, "მთავარი არხის" ეთერში ჰოფრაიტერმა.