რუსეთი ნეიტრალური არ არის, ჩვენ აშშ-სა და ისრაელთან ომში ირანს ვუჭერთ მხარს, – ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი კელინმა „სქაი ნიუსთან” განაცხადა.

„ჩვენ ძალიან ნეგატიურად ვაფასებთ მიმდინარე მოვლენებს. ამჟამად, დასავლური ქვეყნების ლოგიკაა, რომ ყველაფერში ირანია დამნაშავე, მაგრამ არავინ ამბობს, რომ აშშ-მა და ისრაელმა დაიწყეს ირანზე თავდასხმა. ირანი კი მხოლოდ ამ თავდასხმას პასუხობს. ეს უბრალოდ უსამართლობაა”, – განაცხადა კელინმა.

კელინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკეთესო სცენარი ომის „დაუყოვნებლივ“ შეჩერებაა.

ცნობისთვის, „ვაშინგტონ პოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ სამხედრო ობიექტებზე დარტყმებისთვის მონაცემებს აწვდის. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული მონაცემები მოიცავს ინფორმაციას ამერიკული გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ. აღნიშნულ ინფორმაციას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი და აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავარსარდალმა კარგად იცის, ვინ ვისთან საუბრობს და ამას მკაცრად უპასუხებს,

თარგმანი: პირველი არხი