ლონდონში აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.
მედიის ცნობით, ათასობით დემონსტრანტი აშშ-ის საელჩოსკენ მსვლელობას მართავს.
როგორც მედია იტყობინება, აქციის მონაწილეთა უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებს.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს არ არის „ირანის რეჟიმის მხარდამჭერი მსვლელობა, არამედ მოწოდებაა, შეწყდეს უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი“ ქმედებები.
ორგანიზატორების თქმით, დიდი ბრიტანეთი ბრმად არ უნდა მიჰყვეს აშშ-ის მაგალითს.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, არ არსებობს საფუძველი თავდასხმისთვის, რომელიც რეჟიმის შეცვლას გამოიწვევს.









