ვსაუდის არაბეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების და იემენში ჰუსიტი ამოხებულების სამხედრო წარმატებების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო.
ჰუსიტების განცხადებამ იმის შესახებ, რომ მათი მიზანი არაა წითელ ზღვის გავლით ტვირთების გადაზიდვების ბლოკირტება, ბაზარი თითქოს დააწყნარა, მაგრამ შემდეგ მდგომარეობა კვლავ გამწვავდა და ნავობის ფასი 109.5 დოლარი გახდა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტიი, რომელშიც მან ხაზგასმით განაცხადა:
„უკრაინა დათანხმდა, რომ არ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს. რუსეთიც დათანხმდა იმავეს გაკეთებას! დიზელის საწვავის მსოფლიო ფასების ზრდა, პირველ რიგში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომით არის განპირობებული და არა ირანით“.
ტრამპის პოსტიდან მალევე ლონდონის ბირჟაზე საწვავის ფასებმა კლება დაიწყო და 24 საათის განმავლობაში ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 106-107 დოლარის ფარგლებში ნარჩუნდებოდა.
ტრამპის განცხადებაზე უკრაინის და რუსეთის გარკვეული პირობებით დათანხმებამ და საუდის არაბეთის და იემენის სამთავრობო ძალებსა და ჰუსიტებს შორის დაპირისპირების ახალი ძალით აფეთქებას და ჰორმუზის სრუტეში თავდასხმის შემდეგ ნავთობტანკერის ჩაძირვას კვლავ მოჰყვა ნავთობის ფასების ზრდა და ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 109 დოლარს ასცდა.
ამ ფონზე მედიამ გაავრცელა აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის განცხადება, რომლის თანახმადაც ამერიკელი ჯარისკაცები ეხმარებიან საუდის არაბეთს ნავთობის გადაზიდვების ჰორმუზის სრუტის გავლით გადამისამართებაში.
აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა კრის რაიტმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ეხმარებიან საუდის არაბეთს ნავთობის ექსპორტში ჰორმუზის სრუტის გავლით და რომ საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენი რამდენიმე დღეში განაახლებს მუშაობას.
ბაზრის რეაგირება აშშ-ის ენერგეტიკის მინისტრის განცხადებაზე ისაა, რომ ნავთობის ფაების ზრდა შეჩერდა და ამ დროისთვის (თბილისი დროით 22:16 საათი) ბარელი ბრენტის მარკის ნავთობი 108.910 დოლარი ღირს




