გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის საზღვაო ბლოკადა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ირანი ბირთვული შეთანხმების დადებას არ დათანხმდებოდა

დონალდ ტრამპის განცხადების შემდეგ ბირჟაზე ნავთობის ფასების ზრდა დაიწყო და გუშინ, დთის ბოლოს ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 120 დოლარს, დღეს დილით კი 125 დოლარს გადასცდა. მომდევნო პერიოდში დაწყებული ფასების კლების შედეგად ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ჯერ 120, შემდეგ კი 115 დოლარს ჩამოსცდა და ამ დროისთვის (თბილისის დროით 18:25) 109,788 დოლარია.