დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინაში მტკიცე მშვიდობის მხარდამჭერი რეზოლუციის კენჭისყრის შედეგებს ეხმიანება. 

„გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად მწკრივში ჩადგომა და გაეროს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემა მოახერხა. წელს შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ თავი შეიკავა. ვფიქრობ, ეს პროგრესია. მაგრამ მაინც ნამდვილად სამარცხვინოა“ - წერს დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, სახელწოდებით „მხარდაჭერა უკრაინაში მტკიცე მშვიდობისთვის“, საქართველომ მხარი დაუჭირა.