ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ უკრაინა გაყინული რუსული აქტივებიდან სამხედრო დახმარების პირველ ტრანშს მომავალ კვირას მიიღებს.

"ჩვენ გვაქვს სამართლებრივი პროცედურა, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ბლოკირება. პირველი ტრანში უკრაინაში მომავალ კვირას ჩავა, მეორე - რამდენიმე კვირაში ", - განაცხადა ბორელმა ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის მინისტერიალზე.