ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ევროპული მომავლის შესახებ კარგი საუბარი ჰქონდა.
„კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ, საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგ სხდომამდე.
ევროკავშირი მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს ევროკავშირის გზაზე დემოკრატიული ქვეყნის შესახებ“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.
Good exchange about Georgia's European future with President @Zourabichvili_S, ahead of next Foreign Affairs Council.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 16, 2024
The EU stands by Georgian people’s choice of a democratic country on the EU path. pic.twitter.com/anjMTLBIVa