"თუ დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის დახმარების მიწოდებას შეწყვეტენ, ომი უკრაინაში 15 დღეში დასრულდება", - ამის შესახებ ევროკომისარმა საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ბევრ ადამიანს, პირველ რიგში უკრაინელებს, სურთ, რომ ომი რაც შეძლება მალე დასრულდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ დასრულდება ეს ომი.
"თუ ჩვენ აღარ დავეხმარებით უკრაინას, ომი 15 დღეში დასრულდება და პუტინი თავის მიზნებს მაიღწევს. ჩვენ რა, ეს გვსურს უკრაინელებისთვის და ჩვენი, ევროპელების უსაფრთხოებისთვის?" - ამბობს ბორელი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების დროს უკრაინამ ის "სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის სასურველ პირობებში გამართოს".