ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის მიღების ფაქტს ეხმიანება.

"საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონები "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ, რომლებიც ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს ძირს გამოუთხრის და დისკრიმინაციასა და სტიგმატიზაციას გაზრდის. მოვუწოდებ საქართველოს, ეს კანონი გაიწვიოს, რომელიც ქვეყანას ევროკავშირს კიდევ უფრო აშორებს", –წერს ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში.