ბუკინგემის სასახლემ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი და ჰერცოგინია მეგანი, თავიანთ შვილებთან - პრინც არჩისთან და პრინცესა ლილიბეტთან ერთად, მეფე ჩარლზსა და დედოფალ კამილას შეხვდნენ.
შეხვედრა ჰაიგროუვ ჰაუსში (Highgrove House) შედგა. ეს პირველი შემთხვევაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი გაერთიანებულ სამეფოში ერთად იმყოფებიან. შეგახსენებთ, რომ მათი ბოლო ერთობლივი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში დედოფალ ელისაბედ II-ის დაკრძალვას უკავშირდებოდა.
მედიაში ეს შეხვედრა სამეფო ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე შერიგების შესაძლო მცდელობად აღიქმება.




