ამის შესახებ ინფორმაციას „სკაი ნიუსი“ ავრცელებს.
სიდნეიში, ბონდის პლაჟზე ხანუკის აღსანიშნავ ზეიმზე შეკრებილი ებრაული თემის წარმომადგენლებზე ტერორისტების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა.
„სკაი ნიუსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტების მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაცვლილ 40 წლის კაცს კიდევ ერთი, 10 წლის გოგონა შეემატა, სულ კი, ადგილზე დაღუპულ 13 კაცთან ერთად, ტერორისტების მსხვერპლი 15 კაცი გახდა. „სკაი ნიუს ავსტრალიის“ ცნობით, 42 დაჭრილიდან სულ მცირე შვიდის მდგომარეობა მძიმეა.
დაღუპულთა შორის არ მოიხსენიებენ პოლიციის მიერ თავდასხმის ადგილზე მოკლულ 50 წლის ტერორისტს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ორი იყო: 50 წლის მამაკაცი და მისი შვილი, 24 წლის ნავიდ აკრამი. პოლიციის მიერ მძიმედ დაჭრილი 24 წლის ტერორისტი საავადმყოფოში იმყოფება.
ბელგიური გამოცემა demorgen-ის დაუზუსტებელი ცნობით, აკრამი წარმოშობით პაკისტანელია. მამა-შვილი ერთად ცხოვრობდა. მამას, პოლიციის ცნობით, იარაღის ფლობის ლიცენზია 10 წლის წინ ჰქონდა მიღებული და ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს მის სახელზე რეგისტრირებული ექვსი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. კიდევ ექვსი და დანაშაულის ჩადენის ადგილზე ნახეს.




