უკრაინამ რუსეთის ტერიტორია ბრიტანული „შტორმ შადოუს“ რაკეტებით პირველად დაბომბა. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სხვადასხვა მიმართულებით უკრაინელებმა 12 რაკეტა გაუშვეს.

გავრცელებული ცნობით, „შტორმ შადოუს” რაკეტის ნამსხვრევები იპოვეს კურსკის რაიონში, ხოლო იეისკის თავზე ორი რაკეტა გაანეიტრალეს.

„ბლუმბერგის” ინფორმაციით, ბრიტანეთმა ნება დართო უკრაინას, გამოეყენებინა რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე, კრემლის მიერ ომში ჩრდილოეთ კორეის ჯარების განლაგების საპასუხოდ. ბრიტანეთის მთავრობამ ეს კონფლიქტის ესკალაციად მიიჩნია.

„შტორმ შადოუს” რაკეტები უკრაინის არმიამ მას შემდეგ გაუშვა, რაც ერთი დღით ადრე რუსეთის ტერიტორია ამერიკული წარმოების „ატაკამსის” ტიპის რაკეტებით დაბომბა. „შტორმ შადოუს” მოქმედების რადიუსი დაახლოებით 250 კილომეტრია.

თარგმანი: პირველი არხი