საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროკავშირის სხვა ლიდერებთან მოლაპარაკებები დაიწყო, რათა ახალი კანდიდატი იპოვონ ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
Bloomberg-ის ცნობით, მაკრონმა განსაკუთრებით იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან განიხილა ევროკომისიის ახალი ხელმძღვანელის შესაძლო დანიშვნა - მაგალითად, ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტის მარიო დრაგის.
საფრანგეთის პრეზიდენტის აქტივობები ევროპის დედაქალაქებში ფონ დერ ლაიენის მიმართ უკმაყოფილების ფონზე მიმდინარეობს. მას ევროკავშირის აღმასრულებელი თანამდებობის ზედმეტად პოლიტიზების გამო აკრიტიკებენ, განსაკუთრებით ისრაელის უპირობო მხარდაჭერისთვის.
ამავდროულად, Bloomberg-ის თანამოსაუბრეებმა აღნიშნეს, რომ ჯერ კიდევ შეუძლებელია მაკრონის დისკუსიების სერიოზულობის შეფასება - მათ შეუძლიათ მხოლოდ ზეწოლა მოახდინონ ფონ დერ ლაიენზე, რათა მომავალში მისგან დათმობები მიიღონ.
ამჟამად, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი აშკარა ფავორიტად რჩება ამ თანამდებობაზე, რადგან ის არის "ევროპის სახალხო პარტიის" მთავარი კანდიდატი - ბლოკის, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის არჩევნებზე პირველ ადგილს დაიკავებს და შესაბამისად უფლება ექნება დაასახელოს ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი.
ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს მაკრონის გეგმას, რომელიც მათი ქვეყნის წარმომადგენელს ევროკომისიაში უმაღლესი ინსტიტუციური პოზიციიდან ჩამოაშორებს.