20 დეკემბერს კრიპტოვალუტა ბიტკოინი 15%-ით 16 626 42 აშშ დოლარამდე დაეცა. 17 დეკემბერს კი კრიპტოვალუტამ რეკორდული მაჩვენებელი აჩვენა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 10 დეკემბრიდან მოყოლებული ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც კი ჩიკაგოს Cboe Global Markets-ზე დაფიქსირებულა.
Coinmarket-ის მონაცემების მიხედვით, ბიტკოინის ღირებულება 06:58 საათისთვის 17 258 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი კაპიტალიზაცია - 289,1 მილიარდ აშშ დოლარს.