დაახლოებით ერთ დღეში ბიტკოინმა დაახლოებით 1,5 ათასი აშშ დოლარი დაკარგა. ამის შესახებ Coindesk-ი წერს.

შუაღამის მდგომარეობის მიხედვით, ერთი ბიტკოინი დაახლოებით 15,4 ათასი აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მოგვიანებით კრიპტოვალუტის ღირებულება კიდევ დაეცა და 13,9 ათას აშშ დოლარამდე ჩამოვიდა.

ერთი კვირის წინ ერთი დღის განმავლობაში ბიტკოინი 20%-ით გაიაფდა და მისმა ღირებულებამ 12,5 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.