აშშ და გერმანია უკრაინის ოფიციალურ განცხადებას ნატოში გაწევრიანებაზე  ბლოკავენ -  ამის შესახებ Bild წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

.

წყარომ გამოცემას დაუდასტურა აშშ-სა და გერმანიის მიერ უკრაინის ნატოში განაცხადის დაბლოკვა.

გაზეთმა აღნიშნა, რომ ვილნიუსის სამიტზე ზელენსკის სურდა ოფიციალურად ეთხოვა კიევის გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, რაც  გრძელვადიან გზის დასაწყისი,ა,  რომელიც მოითხოვს შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას.

აღნიშნულია, რომ სწორედ ამ მოთხოვნის დაბლოკვას აპირებს ნატოს ზოგიერთი ქვეყანა. გამოცემის ცნობით, ბერლინი და ვაშინგტონი ახორციელებენ ზეწოლას ალიანსის სხვა წევრებზე, რომ შეუერთდნენ მათ პოზიციას