ბერლინის ცენტრში რუსი ოპოზიციონერების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია სახელწოდებით „რუსეთი პუტინის წინააღმდეგ“ გაიმართა.
პროტესტს სათავეში ედგნენ ილია იაშინი, ვლადიმირ ყარა-მურზა და ალექსეი ნავალნის მეუღლე, იულია ნავალნაია.
დემონსტრაციას ასევე ესწრებოდნენ უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი და ბიზნესმენი ევგენი ჩიჩვარკინი.
მსვლელობა პოტსდამერ პლაციდან რუსეთის საელჩომდე გაიმართა. ორგანიზატორთა განცხადებით, აქციაში 3,5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
თარგმანი: პირველი არხი