ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ნიუ-იორკის ახალარჩეული მერის, ზოჰრან მამდანის მუქარის არ ეშინია.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ ავსტრალიურ მედიასთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ მზად არის მამდანისთან სასაუბროდ, იმ შემთხვევაში თუ ის განათლებას მიიღებს.

„მეშინია იქ წასვლის? არა. რა თქმა უნდა, არა. კარგია იყო ახალგაზრდა ლიდერი, მაგრამ არ არის კარგი იყო იყო ახალგაზრდა, გაუნათლებელი ლიდერი იმ გაგებით, რომ არ იცოდე ეკონომიკა, არ იცოდე რა არის ანტისემიტიზმი, არ იცოდე ვინ არიან ბოროტმოქმედები. ვფიქრობ, მან ეს უნდა გააუმჯობესოს, შემდეგ შეიძლება საუბარი გვქონდეს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ცნობისთვის, ზოჰრან მამდანიმ ისრაელის მოქმედ ხელისუფლებას „აპერტეიდის რეჟიმი“ უწოდა, ხოლო ღაზის სექტორში ომს  „გენოციდი“.  წინასაარჩევნო კამპანიის დროს მამდანიმ განაცხადა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ნიუ-იორკში თუ ჩავა, მას დააკავებენ.

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი 2024 წლის 21 ნოემბერს გასცა.

თარგმანი: პირველი არხი