ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგი ნაბიჯი დაჯგუფება "ჰამასის" განიარაღებაა. ამის შესახებ მან CBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირობები ძალიან ნათელია": "ჰამასი" უნდა განიარაღდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯოჯოხეთი დაიწყება.

"პირველ რიგში, "ჰამასმა" იარაღი უნდა დაყაროს. მეორეც, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ღაზაში არ იყოს იარაღის ქარხნები. და რომ ღაზაში იარაღი არ შემოდიოდეს კონტრაბანდული გზით. სწორედ ეს არის დემილიტარიზაცია," - განაცხადა ნეთანიაჰუმ.