ისრაელისთვის დიდებული დღეა, ყველა მძევალს სახლში დავაბრუნებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ისრაელმა და "ჰამასმა" სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
"ისრაელისთვის დიდებული დღეა. შეთანხმების დასამტკიცებლად ხვალ მთავრობას მოვიწვევ და ჩვენს ყველა ძვირფას მძევალს სახლში დავაბრუნებთ.
მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გმირ სამხედროებსა და უსაფრთხოების ყველა ძალებს, რომელთა გამბედაობისა და თავგანწირვის წყალობითაც ამ დღეს მივაღწიეთ.
გულის სიღრმიდან მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპსა და მის გუნდს ჩვენი მძევლების გათავისუფლების ამ წმინდა მისიისადმი მათი მობილიზაციისთვის.
ღმერთის დახმარებით, ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ყველა მიზნის მიღწევასა და ჩვენს მეზობლებთან ერთად მშვიდობის გავრცელებას", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.