ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ  აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ქნესეთში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დღევანდელი დღე, 13 ოქტომბერი 2-წლიანი ომის დასრულების დღეა.

"ისრაელმა გააკეთა ის, რაც საჭირო იყო. სიმამაცით, ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი ხალხის დაცვა, მტრების დამარცხება და ტყვეების გათავისუფლება. [ისრაელმა მოიპოვა] საოცარი გამარჯვებები ჰამასისა და მთლიანი ირანის ტერორის აქსისის წინააღმდეგ" – თქვა ნეთანიაჰუმ.

13 ოქტომბერს ჰამასის ტყვეობიდან გათავისუფლებული ბოლო 13 მძევალი წითელ ჯვარს გადასცეს.

შესაბამისად, 738 დღის შემდეგ ჰამასის ტყვეობიდან ყველა ცოცხალი მძევალი გათავისუფლებულია.

გათავისუფლებულ მძევლებს რეიმის საველე ჰოსპიტალში წინასწარი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, სადაც ისინი ოჯახის წევრებს შეხვდებიან.