ასეთი განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 

„იერუსალიმ პოსტის" ცნობით, პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის საზოგადოებას შაბათს დილით ისრაელზე ბოლო თავდასხმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„ეს არ არის საბრძოლო მოქმედება, ეს ომია“, - განაცხადა პრემიერმა.

„უპირველეს ყოვლისა, მე დავავალე გაწმენდა დასახლებული ტერიტორიების იქ შეღწეული ტერორისტებისგან გაწმენდა"  და „ამავდროულად, გავეცი ბრძანება რეზერვების ფართო მობილიზებაზე.

„მტერი გადაიხდის ფასს, რომელიც მას არც კი სმენია", - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრესის ცნობით, „ჰამასის"  სარაკეტო შეტევის შედეგად ასეულობით ისრაელელი დაშავდა, არიან დაღუპულები. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმები განახორციელეს „ჰამასის" ობიექტებზე.