დონალდ ტრამპი „წითელ ხაზებს კვეთს“ და თუ ის ამ კურსს არ შეცვლის, შესაძლოა ატლანტიზმის 80-წლიანი ეპოქა დასრულდეს,- განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა
ბარეტ დე ვევერის თქმით, ევროპა ახლა გზაჯვარედინზე დგას და უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა. „ამ დრომდე ჩვენ ვცდილობდით აშშ-ის ახალი პრეზიდენტისთვის გვესიამოვნებინა. ძალიან ლმობიერები ვიყავით, მათ შორის ტარიფების საკითხშიც. ლმობიერები ვიყავით იმ იმედით, რომ უკრაინის ომში მის მხარდაჭერას მივიღებდით... მაგრამ ახლა იმდენი წითელი ხაზი გადაიკვეთა, რომ არჩევანის გაკეთება გიწევს თავმოყვარეობის შენარჩუნებასთან. ერთია, ბედნიერი ვასალი იყო, სულ სხვაა იყო უბედური მონა.
ალბათ ეს იქნება გზავნილი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ: თქვენ წითელ ხაზებს კვეთთ. ჩვენ ან ერთად ვიდგებით, ან ცალკე და თუ დაყოფილი ვიქნებით, ეს იქნება 80-წლიანი ატლანტიზმის ეპოქის რეალური დასასრული. თქვენი იცით, „თუ ძველი კვდება და ახალი ჯერ არ დაბადებულა, თქვენ ურჩხულების დროში ცხოვრობთ და სწორედ მასზეა დამოკიდებული, სურს თუ არა ურჩხულად ყოფნა — კი თუ არა.“- აცხადებს პრემიერ-მინისტრი.










