საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია დაესწრნენ.
პიესის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი ალექსანდრე ქანთარიაა. დადგმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების პერიოდს ასახავს და დოკუმენტურ ფაქტებს ეყრდნობა.








