თუ ევროკავშირი გადაწყვეტს, გაყინული რუსული აქტივები ბრიუსელის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების გარეშე გამოიყენოს, ბელგიამ შესაძლოა, სამართლებრივი ზომები მიიღოს.
ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა.
მისივე თქმით, Euroclear-მა უკვე განაცხადა, რომ ევროპის სასამართლოს მიმართავს.
„თამაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ის ბოლო მომენტამდე ამაღელვებელი დარჩება. თუ მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ჩემი აზრით, უკანონო და აზრს მოკლებულია და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს, მაშინ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება,“ – განაცხადა ბარტ დე ვევერმა.
ცნობისთვის, გასულ პარასკევს, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს შეხვდა. ისინი Euroclear-ში გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას მხარს უჭერენ. თუმცა, ბელგია ამის წინააღმდეგია, გაყინული რუსული აქტივების უმეტესი ნაწილი კი სწორედ ბელგიაში ინახება.
თარგმანი: პირველი არხი




