ბელგიის დედაქალაქი ბელგიური აღარ არის, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა ამერიკელი ბლოგერის, მარიო ნაუფალას პოსტს.
მარიო ნაუფალამ სტატისტიკა მოიყვანა, რომლის მიხედვითაც ბრიუსელში მცხოვრები ბავშვების დაახლოებით სამი მეოთხედი არაევროპული წარმოშობისაა.
„ბელგიის დედაქალაქი აღარ არის ბელგიური“, – დაწერა ილონ მასკმა.
The capital city of Belgium is no longer Belgian … https://t.co/z6DsU86wOU
— Elon Musk (@elonmusk) December 26, 2025




