მონაცემები კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვალებულთა შესახებ აღებულია პორტალებიდა worldometers და epidemio.wiv-isp თბილისის დროით 16:20 საათზე
ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ განვლილ 24 საათში დადასტურებული ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბელგიაში გუშინ კორონავირუსით გარდაცვალებულთა რაოდენობას 417 დაემატა. სულ, დღემდე, ბელგიაში კორონავირუსით გარდაცვლილადაა მიჩნეული 4857კაცი. განვლილ 24 საათში ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 1236 შემთხვევა აღირიცხა. სულ, დღემდე, ბელგიაში კორონავირუსით ინფიცირების 34809 შემთხვევაა დადასტურებული. კორონავირუსით ინფიცირებულთა აბსოლუტური რაოდენობის მხრივ ბელგია მსოფლიოში მე-10 ადგილზე, ხოლო კორონავირუსით ინფიცირებულთა სიხშირიანობით ანუ ყოველ მილიონ მცხოვრებზე ინფიცირებულთა რაოდენობით (იმ ქვეყნებს შორის, რომელთა მოსახლებაც მილიონზე მეტია) მე-3 ადგილზეა. ბელგიაში ყოველი მილიონი მცხოვრებიდან დაინფიცირებულია 3003 კაცი. უფრო მეტი ინფიცირებული მხოლოდ ესპანეთში (3910) და შვეიცარიაშია (3053) აღრიცხული. კორონავირუსით გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ბელგია მსოფლიოში მე-10 ადგილზეა. კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბელგიაში 13,95%-ს აღწევს. კორონავირუსით გარდაცვლილთა სიხშირიანობით ბელგია პირველ ადგილზე აღმოჩნდა. აქ ყოველი მილიონი მცხოვრებიდან 419 კაცია გარდაცვლილი ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბიულეტენის თანახმად, ხანდაზმულთა სახლებში გარდაცვლილი 2387 პირიდან 154-ის ანუ 6,45%-ის შემთხვევაშია დადასტურებული კორონავირუსით გარდაცვალება,ხოლო 2233 პირის შემთხვევაში ივარაუდება კორონავირუსით გარდაცვალება.
ამავე ბიულეტენიდან ჩანს, რომ განვლილი 24 საათის განმავლობაში ბელგიის საავადმყოფებს 310 კორონავირუსით ინფიცირებული შეემატა და ადრე ინფიცირებულთაგან განკურნებული 415 გამოაკლდა. სულ, დღემდე, ბელგიის სავადმყოფოებში მოხვედრილი 12242 ინფიცირებულიდან 7562 განიკურნა და გაეწერა