ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა განაცხადები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლესì საგანმანათლებლო და სამედიცინო/სტომატოლოგიურ პროგრამებზე სწავლების 2025-2026 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს(ვეტერანების შვილები და დაღუპული/გარდაცვლილი ვეტერანების მეუღლეები), განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.
წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, დადგენილი ხარვეზი გამოასწოროს ხარვეზის დადგენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.
აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო/სტომატოლოგიურ პროგრამებზე 2025-2026 წლების შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა,თითოეული სტუდენტისთვის, განისაზღვრება განცხადებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ, შემოსული განცხადებების რაოდენობიდან და არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:
➢ სტუდენტის პირადობის მოწმობა;
➢ სტუდენტის დაბადების მოწმობა;
➢ ვეტერანის მოწმობა;
➢ ვეტერანის პირადობის მოწმობა.
განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.
ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, სამსახურის დირექტორის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5720-მასტუდენტმა ისარგებლა; პროგრამის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 5 500 000 ლარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.