აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, "ომს უკრაინა მოიგებს". როგორც იგი სოციალურ ქსელში წერს, "შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინელების გვერდით დგომას".
"უკრაინა მოიგებს ამ ომს და შეერთებული შტატები გააგრძელებს მათ გვერდით დგომას ამ გზის ყოველ ნაბიჯზე", – აცხადებს ბაიდენი.
ზელენსკიმ აშშ–ის ლიდერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ "მთელმა თავისუფალმა სამყარომ უნდა მოიგოს ეს ომი".
„უკვე ვემზადებით „რამშტაინის“ ფორმატში უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის მოახლოებული შეხვედრისთვის. ერთად უნდა მოვიგოთ ეს ომი, უკრაინამ, შეერთებულმა შტატებმა და მთელმა თავისუფალმა სამყარომ და მოვიგებთ მას“, - აცხადებს ზელენსკი.