აზერბაიჯანმა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში საჰაერო სივრცე  12 საათის განმავლობაში იქნება დახურული, – ამის შესახებ „ბიბისი“ „როიტერზე“ დაყრდნობით წერს.

მანამდე კი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ნახიჩევანის აეროპორტის ტერიტორიაზე ირანული დრონი აფეთქდა. კიდევ ერთი დრონი სოფელ შეკარაბადში შეფრინდა.

ირანმა აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვება უარყო და ისრაელი დაადანაშაულა.