აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით   აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე სატვირთო მანქანების მოძრაობის შეჩერდა.

5 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში დრონებით თავდასხმები განხორციელდა, რომელთა სამიზნე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო.

ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტი, სკოლა და სხვა ობიექტები დაბომბვის ობიექტი გახდა.

თავდასხმების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, ხოლო აეროპორტის ტერმინალის შენობა დაზიანდა.

ამ თავდასხმების შედეგად შექმნილი არსებული ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა დროებით და სრულად შეწყვიტოს სატვირთო მანქანების მოძრაობა აზერბაიჯან-ირანის საზღვარზე ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე (მათ შორის სატრანზიტო ტვირთების).

თბილისში ირანის საელჩომ განაცხადა, რომ ირანის მოქალაქეები საქართველოდან სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით ვერ დაბრუნდებიან. 

„საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ განაცხადა, რომ შესაბამისი ნებართვის მისაღებად მინიმუმ ათი დღეა საჭირო. შესაბამისად, ამ მარშრუტი სარგებლობა  შეუძლებელია“, - ნათქვამია ირანის საელჩოს განცხადებაში.

დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნება სომხეთისა და თურქეთის გავლით შეუძლიათ.