აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირანის მხრიდან განხორციელებულ დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.  

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ 5 მარტს, ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალები, ირანის ტერიტორიიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) გამოყენებით, თავს დაესხნენ აზერბაიჯანის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდებარე ნახიჩევანის საერთაშორისო აეროპორტს და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.  

„უპილოტო საფრენი აპარატების ტექნიკური პარამეტრები და ამ თავდასხმების დეტალები ამჟამად გამოძიების პროცესშია.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო მკაცრად გმობს ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს, რომლებიც არ ეფუძნება რაიმე სამხედრო აუცილებლობას.

ამ ინციდენტზე სრული პასუხისმგებლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეკისრება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო ამზადებს საჭირო საპასუხო ზომებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ეს თავდასხმები უპასუხოდ არ დარჩება“, - ნათქვამია განცხადებაში.