აშშ-ის მიერ ირანის შიგნით მდებარე სამიზნეებზე, მათ შორის, ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების საკითხი ეროვნული უშიშროების საბჭოს (NSC) სხდომაზე განიხილება. გამოცემა Axios-ის ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი ეროვნული უშიშროების გუნდთან ერთად ისრაელისა და ირანის ომის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას განიხილავს
გამოცემა სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი სერიოზულად განიხილავს აშშ-ს მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე, განსაკუთრებით ფორდოს ურანის გამდიდრების მიწისქვეშა ობიექტზე.
შეხვედრის დაწყებამდე, აშშ-ს პრეზიდენტი Truth Social-ში წერდა, რომ აშშ-ს ირანის ცაზე სრული და ტოტალური კონტროლი აქვს და აცხადებდა, რომ აშშ-მ იცის სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი".
"ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ირანის ე.წ. "უზენაესი ლიდერი", ის მარტივი სამიზნეა – არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის". - წერს ტრამპი.
ამის შემდეგ კი ტრამპმა ირანს "უპირობო დანებებისკენ" მოუწოდა.