რუსეთი ევროპისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, - ამის შესახებ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.

ფიქრი იმაზე, რომ რუსეთი აღარ იქნება და ჩვენ შეგვიძლია ყველა სფეროში განცალკევება, ილუზორულია“, – განაცხადა შალენბერგმა.

მისი თქმით, მართალია, ავსტრია შეასუსტებს კავშირებს რუსეთთან, მაგრამ ეს ერთ ღამეში ვერ მოხდება.

„დოსტოევსკი და ჩაიკოვსკი რჩებიან ევროპული კულტურის ნაწილად, მოგვწონს ეს თუ არა. ის კვლავ იქნება ჩვენი უმსხვილესი მეზობელი. ის დარჩება მსოფლიოში სიდიდით მეორე ბირთვულ ძალად“, – განაცხადა შალენბერგმა

Reuters წერს, რომ მინისტრმა ასევე დაიცვა ავსტრიის სიდიდით მეორე ბანკი Raiffeisen Bank International-ი და განაცხადა, რომ არაგონივრულია, გამოყო ერთი კრედიტორი რუსეთში ბიზნესის კეთების გამო მაშინ, როდესაც მრავალი სხვა დასავლური კომპანია იმავეს აკეთებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის სანქციებზე მომუშავე ორგანომ ავსტრიული ბანკთან მიმართებით გამოძიება დაიწყო, რუსეთთან დაკავშირებული მისი ბიზნესსაქმიანობის გამო.

„ავსტრიული კომპანიები უნდა იცავდნენ ავსტრიულ წესებს, რომელთა ნაწილი არის ევროკავშირი სანქციები. მოდით, რეალობა ვთქვათ. დასავლური კომპანიების 91 პროცენტი კვლავ რუსეთშია წარმოდგენილი და აკეთებენ იმას, რაც გონივრულია: იცდიან, აკავებენ, ზღუდავენ. რუსეთში წარმოდგენილია საკმარისი რაოდენობის ამერიკული ბანკები, რომელთაგან ერთ-ერთის სახელია Bank of America“, – განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.