ღამით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დრონებით მორიგი მასირებული იერიში მიიტანა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 21-იდან 16 დრონი ჩამოაგდეს.

22 მარტს, ღამით, მტერმა „შაჰედი-136“ უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასირებული ავიადარტყმა განახორციელა. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გამოშვებული 21-იდან 16 დრონი ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციაში.

გენშტაბში აღნიშნავენ, რომ დარტყმების საფრთხე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე ისევ შენარჩუნებულია. უწყების ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსი აგრესორი არ წყვეტს ომის წესების უგულებელყოფას, ცეცხლს უხსნის დასახლებულ პუნქტებს, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

„გასულ ღამეს ოკუპანტებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 32 ავიადარტყმა, ასევე 90-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, უმეტესად, სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.