შემთხვევაში ავსტრალიაში, კვისლენდის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ ფრეიზერის პლაჟზე მოხდა
მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად მიჩნეულ მსოფლიოში უდიდეს და ტურისტებში მეტად პოპულარულ ქვიშის კუნძულზე მზეს მიფიცხებულ ტურისტებს რამდენიმე ავსტრალიური ძაღლი დინგო ესტუმრა და ერთ-ერთმა მათგანმა 23 წლის ფრანგ ტურისტს „ნაზად" უკბინა უკანალზე.
შეშინებულმა ტურისტმა წამოდგომა და გაცლა დააპირა, როდესაც დინგომ მას უკვე მწარედ უკბინა და ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება ეს ამბავი, ქალს სხვა დამსვენებლები რომ არ მიშველებოდნენ.
კვინსლენდის გარემოს დაცვისა დეპარტამენტის ცნობით, ველური ძაღლი შეიპყრეს და „ჰუმანურად დააძინეს“.
ავსტრალიური პრესის ინფორმაციით, კუნძულზე 200-მდე ველური ძაღლი ცხოვრობს. ბოლო პერიოდში მათი მხრიდან დამსვენებლებზე თავდასხმის შემთხვევებმა მოიმატა.