ავიამგზავრთა უფლებების წამყვანი ევროპული პორტალი 20 უმსხვილეს ევროპულ ავიაკომპანიას საიმედოობის, კომპენსაციის გადახდის პრაქტიკისა და მომხმარებელთა კმაყოფილების მიხედვით აფასებს,
Flightright-ის 2025 წლის რეიტინგში ადგილების განაწილებისთვის თავდაპირველად თითოეულ ავიაკომპანიას 1-დან 5-მდე ქულა აქვს მინიჭებული, შემდეგ კი სამივე კატეგორიაში მოპოვებული ქულების საშუალოა გამოყვანილი. ყველაზე ცუდი საერთო ქულების მქონე ავიაკომპანიები ცხრილის ზედა ნაწილშია ჩამოთვლილი, ხოლო ყველაზე მაღალი საერთო ქულების მქონე ავიაკომპანიები - ქვედა ნაწილში.
„ფინეარი“ ყველაზე ცუდი ავიაკომპანიების სიის სათავეში მოქცევა უმეტესწილად განაპირობა რეისების დაგვიანებამ და გადადებამ (შეფასება 1,5).
„მტკიცება, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები თავისი არსით უარესია პრემიუმ ავიაკომპანიებზე, აღარ შეესაბამება სიმართლეს. „ფინეარი“ ტრადიციული პრემიუმ ავიაკომპანიაა, რომელიც სიის სათავეში აღმოჩნდა Ryanair-ისა და Vueling-ის გვერდით. ამიტომ, ხარისხს ბილეთის ფასთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - ამბობს Flightright-ის ავიამგზავრთა უფლებების ექსპერტი.
ავიამგზავრთათვის კომპენსაციების გადახდის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი შეფასება (5,0) Discover Airlines-მა მიიღო.




