შაბათს ისრაელის საჰაერო დარტყმები ქვეყნის უდიდეს ისპაჰანში მდებარე ირანის ბირთვული კვლევის კომპლექსზე განხორციელდა, განუცხადა პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ნახევრად ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტო „ფარსს“.

გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად საშიში მასალების გაჟონვა არ მომხდარა, თუმცა, მოსახლეობას ურჩიეს, თავი აერიდებინათ ამ ტერიტორიიდან, რათა სამაშველო და კრიზისების მართვის პერსონალს სამუშაო შეესრულებინა.

ისპაჰანის პროვინციის რამდენიმე სხვა რაიონიც იყო სამიზნე, თუმცა, გუბერნატორის მოადგილემ განაცხადა, რომ მსხვერპლი არ არის.

ჩინოვნიკის ცნობით, ირანის საჰაერო თავდაცვამ ისრაელის თავდასხმები ჩაჭრა, თუმცა ზოგიერთი მათგანი გადაურჩა.

„თავდასხმების დროს გაგონილი აფეთქებების უმეტესობა საჰაერო თავდაცვის სისტემების მოქმედების შედეგად იყო, ზოგი კი მტრის თავდასხმების შედეგი“, - ციტირებს „ფარსი“ ოფიციალურ პირს, მათი დასახელების გარეშე.

ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „მეჰრ“-ის ცნობით, ისპაჰანის გუბერნატორის ოფისის უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი ორგანოების მოადგილემ, აკბარ სალეჰიმ, განაცხადა, რომ ისრაელმა პროვინციის რამდენიმე ლოკაციაზე თავდასხმები განახორციელა, თუმცა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ზიანი არ მიუყენებია.

ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს