ამის შესახებ ინფორმაციას „ტაგესშაუ“ ავრცელებს
ახალი კანონი სამხედრო სამსახურის შესახებ წლის დასაწყისში შევიდა ძალაში. მთავრობა ამ კანონის გამოყენებით ბუნდესვერში მეტი ახალგაზრდის მიზიდვას ისახავს მიზნად. პოტენციური სამხედრო გაწვევის შესაძლო აღდგენისა და ახალი სავალდებულო სამედიცინო შემოწმებების წინააღმდეგ სტუდენტების საპროტესტო აქცია ქვეყნის დაახლოებით 100 ქალაქში გაიმართა და მასში საერთო ჯამში 45 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.
სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონის კანონის მთავარი ელემენტია 2008 წელს ან უფრო გვიან დაბადებული ახალგაზრდა მამაკაცების სავალდებულო გაწვევა. ეს კეთდება შეიარაღებული ძალების გაფართოებასთან დაკავშირებით მოხალისეების მისაზიდად. თუ მიზნები არ შესრულდება, ბუნდესტაგმა შეიძლება გადაწყვიტოს გაწვევის აღდგენა. ბუნდესტაგმა გაწვევა 2011 წელს შეაჩერა.
გერმანიის შეიარაღებული ძალები და ფედერალური მთავრობა ახალი სამხედრო სამსახურის სისტემის ფორმირებისთვის ნებაყოფლობით სამსახურზე არიან ორიენტირებულნი. სამხედრო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიზანია 2035 წლისთვის ბუნდესვერის აქტიური ჯარისკაცების რაოდენობის 255,000-270000-მდე გაზრდა. წელს გერმანიის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწია დასახულ მინიმალურ მიზანს. თავდაცვის სამინისტროს აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისის მონაცემებით, შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 186700 მამაკაცი და ქალი იყო. ეს 13 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




