ამის შესახებ ინფორმაციას „ენბისი ნიუსი“ ავრცელებს.

„ენბისი ნიუსი“ უკრაინაში მომუშავე „იუსაიდის“ ორ ჩინოვნიკზე დაყრდნობით იუწყება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ კვირაში დაასრულა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინიციატივა, რომელმაც ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია მოახდინა რუსეთის თავდასხმების შედეგად დაზიანებული უკრაინის ელექტრო ქსელის აღსადგენად.

სამწლიანი ომის დროს ქვეყნის სისტემები თითქმის მუდმივ შეტევას ექვემდებარებოდა. და პროგრამის შეწყვეტა ეს მნიშვნელოვნად უთხრის ძირს ამ ადმინისტრაციის უნარს აწარმოოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აძლევს სიგნალს რუსეთს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს უკრაინა ან ჩვენი ადრინდელი ინვესტიციები”, - განუცხადა „ენბისი ნიუსს“ „იუსაიდის“ მისიის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.  

უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების პროექტის დასრულების გარდა, „იუსაიდი“ ასევე მკვეთრად ამცირებს თავის ყოფნას უკრაინაში. თუ ადრე უკრაინის „იუსაიდის“ მისიაში აშშ-ის მთავრობის 64 თანამშრომელი და კონტრაქტორი მსახურობდა, ახლა მოსალოდნელია, რომ მათგან ადგილზე მხოლოდ რვა დარჩება, - წერს „ენბისი ნიუსი“.