თეთრ სახლში შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის დროს მცორე სიტყვიერი შეხლა-შემოხლა მოხდა.

პრეზიდენტების შეხვედრის დროს ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ „ზედმეტად ბევრს ლაპარაკობდა“. თავის მხრივ, შეხვედრაში მონაწილე ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა თქვა, რომ მშვიდობის გზა რუსეთსა და უკრაინას შორის გადის აშშ-ს დიპლომატიური ძალისხმევაზე, მათ შორის მოლაპარაკებებით რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან, თეთრი სახლის შეხვედრის ოქმის მიხედვით.

„ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას პუტინთან. მან ეს არ შეასრულა, რა დიპლომატიაზეა ლაპარაკი?” - შეეცადა შეპასუხებას ზელენსკი.

საუბრის დროს ტრამპმა აღნიშნა, რომ უკრაინა „არ იმყოფება უკეთეს მდგომარეობაში“ და ზელენსკი მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება.

ვენსმა კი, ზელენსკის მათდამი და მათი ძალისხმევისადმი დამოკიდებულებას უპატივცემულობა უწოდა.

„ოდესმე მადლობა გითქვამთ? - იკითხა ვენსმა და ზელენსკის  პენსილვანიში ჩასვლა და იქ დემოკრატიული პარტიის სასარგებლო აგიტაციის წარმოება შეახსენა.