აშშ-ში, მადლიერების დღეს მომხდარი სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

1542984413
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მადლიერების დღეს მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ The Journal Gazette ადგილობრივი პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ინციდენტი ინდიანას შტატ ფორტ-უეინში მოხდა. ადგილზე მისულმა პოლიციამ ხუთი ადამიანი ნახა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდათ ჭრილობები მიყენებული. ინციდენტს ემსხვერპლა ქალი და ორი მამაკაცი. კიდევ ორი ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია სროლა. აგრეთვე ინფორმაცია არ გავრცელებულა ეჭვმიტანილის შესახებ.
აშშ-ში მადლიერების დღეს ნოემბრის თვის ბოლო პარასკევს აღნიშნავენ.